„რა რთულია. რატომ ავიკიდე ამხელა მისია?!“ - ია ფარულავა წიგნს წერს
11:01 10.08.2022 (განახლებულია: 15:06 10.08.2022)
© courtesy of Ia Parulavaია ფარულავა
![ია ფარულავა ია ფარულავა - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/06/249949916_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_ae16723cf4279c6fea47cc5a52849383.jpg)
© courtesy of Ia Parulava
გამოწერა
მსახიობმა ია ფარულავამ ავტობიოგრაფიული წიგნის წერა დაიწყო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა და თან განმარტა, როგორი წიგნის დაწერა სურს.
„ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა გადავწყვიტე, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს, რომ არასოდეს უკან არ უნდა მოიხედოს ადამიანმა. მაგრამ არის მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით. ვზივარ, ვწერ, მაგრამ ძალიან მეზარება. ქრონოლოგიის დაცვა მეზარება, მეზარება თითო ადამიანს და თითო ამბავს ერთი თავი მივუძღვნა, ცოტა გაფანტულად მინდა იყოს სხვადასხვა განზომილებებში, ორიგინალურად მინდა გავაკეთო და, რა რთულია, რატომ ავიკიდე ამხელა მისია?!” – ამბობს ია ფარულავა.