„ქმარს შეურიგდა, მაგრამ სამ თვეში ისევ ჩემთან მოვიდა...“ - გია სურამელაშვილი

„ვერაფერი გავიგე, ისე უცებ შეურიგდა მეუღლეს. 35 კონცერტი მქონდა დაგეგმილი, ყველა ბილეთი გაყიდული იყო და მითხრეს, გაუქმების შანსი არ არისო. ნერვიულობით 40 კილო დავრჩი, სულ შავები მეცვა. კონცერტებზე ერთი და იმავე ფორმით გავდიოდი, არ ვიცოდი, რა დროს წამომივიდოდა ცრემლები. ყველა კითხულობდა, ეს როგორი გიააო. სწორედ მაშინ დავიწყე პლანის მოწევა და წამლის გაკეთება, მაგრამ ნარკოტიკზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ. გასინჯვის პერიოდები მქონდა, დიდად არ მომეწონა და თავის დანებებაც არ გამიჭირდა. ხელებზე შემხედეთ, დღემდე მაქვს იარები“, – ამბობს მომღერალი.
„ჩემთან დაბრუნებული უკან აღარ უნდა გამეშვა. ახლა ის მკვდარი რომ არ იყოს, დღეს ძალიან ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, რადგან ჩვენ ერთად ვიქნებოდით. მან ჯერ თავისი ოჯახი დაანგრია, ჩემთან მოვიდა და მერე მე დამინგრია ყველაფერი. შემდეგ ქმარს შეურიგდა, მაგრამ სამ თვეში ისევ ჩემთან მოვიდა. რა ვქნა, ვერ ვაპატიე და მაშინ აწეწილი ცხოვრება დღემდე ვერ დავალაგე“, – აცხადებს სურამელაშვილი.