გარდაბნის გაჯის საწარმოებში სამართალდარღვევები გამოავლინეს

© photo: Sputnik / Aleksandr Patrin / გადასვლა მედიაბანკშიგამონაბოლქვი
გამონაბოლქვი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022
გამოწერა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი ოქმები შეადგინეს.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაჯის საწარმოებში „დენმარკი" და „სამგორი ველი" სამართალდარღვევები გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოები არ ასრულებენ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არ ახდენენ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტ თვითმონიტორინგს ინსტრუმენტული მეთოდით.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის დაცვა. თითოეულ სამართალდარღვევაზე მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ. ეკონომიკის განვითარება გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენებით უნდა მოხდეს", – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საწარმოების მიმართ შედგენილია ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 761 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 20.000 ლარის ოდენობით.
მასალები განსახილველად სასამართლოში გადაიგზავნება.
ყველა ახალი ამბავი
0