https://sputnik-georgia.com/20220810/ganaxlda-drujbis-milsadenit-navtobis-tranziti-ungretsa-da-slovaketsi-269345152.html
განახლდა „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი უნგრეთსა და სლოვაკეთში
განახლდა „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი უნგრეთსა და სლოვაკეთში
Sputnik საქართველო
„უკრტრანსნაფტამ“ 4 აგვისტოს შეაჩერა ნავთობის ტრანზიტი, რადგან რუსული მხარე ვერ იხდიდა ტრანზიტის საფასურს ევროკავშირის სანქციების პირობებში
2022-08-10T21:15+0400
2022-08-10T21:15+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23074/35/230743571_0:57:1500:901_1920x0_80_0_0_721eca3c603df4e08cdb687b5fc2f3b7.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. რუსულმა ნავთობგადამზიდავმა კომპანია „ტრანსნეფტმა“ განაახლა ნავთობის გადაქაჩვა „დრუჟბის“ მილსადენით უნგრეთსა და სლოვაკეთში, იუწყება „რია ნოვოსტი“ კომპანიის პრეზიდენტის მრჩეველზე იგორ დემინზე დაყრდნობით.„ტრანსნეფტმა“ გუშინ დაადასტურა, რომ „უკრტრანსნაფტამ“ 4 აგვისტოს შეაჩერა ნავთობის ტრანზიტი რუსეთიდან „დრუჟბის“ მილსადენის სამხრეთის განშტოებაზე უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიმართულებით, ვინაიდან რუსული მხარე ვერ ახერხებდა ტრანზიტის საფასურის გადახდას ევროკავშირის სანქციების პირობებში.10 აგვისტოს გაირკვა, რომ უნგრული კომპანია MOL და სლოვაკური Slovnaft შეთანხმდნენ უკრაინის მხარესთან მიწოდების განახლებაზე და ტრანზიტის საფასური გადაიხადეს.ნავთობსადენი „დრუჟბა“ იწყება სამარის ოლქში, გადის ბრიანსკის ტერიტორიაზე და იყოფა ორ განშტოებად: ჩრდილოეთის, რომელიც გადის ბელარუსის, პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიებზე, და სამხრეთის, რომელიც გაივლის უკრაინის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორიებზე.2019 წელს ნავთობის ტრანზიტმა 42,3 მლნ ტონა შეადგინა, მათ შორის, ჩეხეთში – 3,8 მლნ ტონა, სლოვაკეთში – 5 მლნ, უნგრეთში – 4,1 მლნ ტონა. 2021 წელს „ტრანსნეფტმა“ ტრანსპორტირება 35,9 მლნ ტონამდე შეამცირა. მოსალოდნელი იყო, რომ 2022 წელს მიწოდება 45,5 მლნ ტონამდე გაიზრდებოდა.მაისში, მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო რუსულ გაზზე სრულად უარის თქმა, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა ელენა ზერკალმა აღნიშნა, რომ კიევს ჰქონდა უნგრეთზე ზეწოლის ბერკეტი „დრუჟბით“ ტრანზიტის სახით, რომელსაც შეიძლებოდა „რამე მოსვლოდა“.თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბალაჟ ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ბუდაპეშტს მისცეს რუსეთიდან ნავთობის საზღვაო გზით მიწოდების გარანტია, თუ „დრუჟბით“ მიწოდება შეჩერდებოდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23074/35/230743571_112:0:1389:958_1920x0_80_0_0_239cc80c68486ce89bfe2091a9e248f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„დრუჟბა“ მილსადენი ნავთობი ტრანზიტი უნგრეთი სლოვაკეთი
„დრუჟბა“ მილსადენი ნავთობი ტრანზიტი უნგრეთი სლოვაკეთი
განახლდა „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი უნგრეთსა და სლოვაკეთში
21:15 10.08.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) „უკრტრანსნაფტამ“ 4 აგვისტოს შეაჩერა ნავთობის ტრანზიტი, რადგან რუსული მხარე ვერ იხდიდა ტრანზიტის საფასურს ევროკავშირის სანქციების პირობებში.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. რუსულმა ნავთობგადამზიდავმა კომპანია „ტრანსნეფტმა“ განაახლა ნავთობის გადაქაჩვა „დრუჟბის“ მილსადენით უნგრეთსა და სლოვაკეთში, იუწყება „რია ნოვოსტი“ კომპანიის პრეზიდენტის მრჩეველზე იგორ დემინზე დაყრდნობით.
„ტრანსნეფტმა“ გუშინ დაადასტურა, რომ „უკრტრანსნაფტამ“ 4 აგვისტოს შეაჩერა ნავთობის ტრანზიტი რუსეთიდან „დრუჟბის“ მილსადენის სამხრეთის განშტოებაზე უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიმართულებით, ვინაიდან რუსული მხარე ვერ ახერხებდა ტრანზიტის საფასურის გადახდას ევროკავშირის სანქციების პირობებში.
„საქაჩები მუშაობენ, ჩაირთო 16:00 საათზე, სამუშაო წნევის რეჟიმზე 15 წუთში გავედით“, – განაცხადა დემინმა.
10 აგვისტოს გაირკვა, რომ უნგრული კომპანია MOL და სლოვაკური Slovnaft შეთანხმდნენ უკრაინის მხარესთან მიწოდების განახლებაზე და ტრანზიტის საფასური გადაიხადეს.
ნავთობსადენი „დრუჟბა“ იწყება სამარის ოლქში, გადის ბრიანსკის ტერიტორიაზე და იყოფა ორ განშტოებად: ჩრდილოეთის, რომელიც გადის ბელარუსის, პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიებზე, და სამხრეთის, რომელიც გაივლის უკრაინის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორიებზე.
2019 წელს ნავთობის ტრანზიტმა 42,3 მლნ ტონა შეადგინა, მათ შორის, ჩეხეთში – 3,8 მლნ ტონა, სლოვაკეთში – 5 მლნ, უნგრეთში – 4,1 მლნ ტონა. 2021 წელს „ტრანსნეფტმა“ ტრანსპორტირება 35,9 მლნ ტონამდე შეამცირა. მოსალოდნელი იყო, რომ 2022 წელს მიწოდება 45,5 მლნ ტონამდე გაიზრდებოდა.
მაისში, მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო რუსულ გაზზე სრულად უარის თქმა, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა ელენა ზერკალმა აღნიშნა, რომ კიევს ჰქონდა უნგრეთზე ზეწოლის ბერკეტი „დრუჟბით“ ტრანზიტის სახით, რომელსაც შეიძლებოდა „რამე მოსვლოდა“.
თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბალაჟ ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ბუდაპეშტს მისცეს რუსეთიდან ნავთობის საზღვაო გზით მიწოდების გარანტია, თუ „დრუჟბით“ მიწოდება შეჩერდებოდა.