Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ეშტონ კატჩერმა სმენა, მხედველობა და სიარულის უნარი დაკარგა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიეშტონ კატჩერი და დემი მური
ეშტონ კატჩერი და დემი მური - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022
გამოწერა
ცოტა ხნის წინ მსახიობმა ეშტონ კატჩერმა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ იშვიათი ავტოიმუნური დაავადების შესახებ ისაუბრა, რომელმაც მხედველობა, სმენა და სიარულის უნარი თითქმის წაართვა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ბრიუს უილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
ყვითელი ამბები
აფაზია განაჩენი არ არის - ბრიუს უილისი დემი მურთან ცეკვავს - უახლესი ფოტოები და ვიდეო

„ორი წლის წინ მქონდა ვასკულიტის ეს უცნაური, ძალიან იშვიათი ფორმა, რომელმაც მხედველობა და სმენა დამიქვეითა", – ამბობს მსახიობი.

ვასკულიტი იშვიათი ავტოიმუნური დაავადებაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების ანთება. სისხლის ნაკადის შეზღუდვა ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებას.

„ვერ აცნობიერებ რა ბედნიერი ხარ, როცა ხედავ, გესმის და უპრობლემოდ მოძრაობ მანამ, სანამ ერთ დღეს ეს ყველაფერი სანატრელი არ გახდება და არ იტყვი: არ ვიცი ოდესმე შევძლებ თუ არა ისევ დანახვას, არ ვიცი ოდესმე შევძლებ თუ არა ისევ მოსმენას, არ ვიცი შევძლებ თუ არა ოდესმე ისევ გავლას. გამიმართლა, რომ ცოცხალი ვარ", – აღნიშნა მსახიობმა.

ყველა ახალი ამბავი
0