ბათუმი ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022
გამოწერა
ორგანიზატორების განცხადებით, გაიმართება კულტურული, სპორტული და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში ახალგაზრდობის ფესტივალი ჩატარდება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველწლიურად 12 აგვისტოს აღინიშნება.
ღონისძიება ბათუმში ცნობილი შენობა „რვაფეხას" ტერიტორიაზე ჩატარდება. ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ ცოცხალი მუსიკა, ატრაქციონები, ინსტალაციები, სპორტული აქტიურობები და სხვა გასართობები.
ღონისძიებაზე გამოვლენ ცნობილი ჯგუფები LOUDSPEAKERS და BEDFORD FALLS, ასევე დიჯეი.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0