ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული კულტურის წინაშე: ანზორ ერქომაიშვილი - 82

© courtesy of Nana Gotuaანზორ ერქომაიშვილი
ანზორ ერქომაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022
გამოწერა
ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს კორონავირუსის გართულებით გარდაიცვალა. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. დღეს ქართველი მომღერლის, ლოტბარის და ფოლკლორის გამორჩეული ქომაგის ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა. ის 82 წლის გახდებოდა.
საქართველოს კულტურის სამინისტრო ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეს განცხადებით ეხმაურება.

„ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული კულტურის წინაშე. ანზორ ერქომაიშვილმა დააფუძნა და ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „რუსთავი", ასევე ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე", რომელსაც 2000 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებული 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა, რესტავრაცია", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის" ხელმძღვანელი.
ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური", „შავი შაშვი ჩიოდა", „ბაბუა".
ყველა ახალი ამბავი
0