Viber-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ

© photo: Sputnikაპლიკაციები
აპლიკაციები - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
კომპანიას დაგეგმილი აქვს 2022 წლის ბოლომდე დაიქირაოს 50-მდე თანამშრომელი, iOS და Android დეველოპერები
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. კომპანია „ვაიბერ ჯიეი“ საქართველოდან გაუწევს საინფორმაციო ტექნოლოგიურ მომსახურებას თავის კომპანია-დამფუძნებელ Viber Media Sàrl-ს Viber-ის აპლიკაციის ოპერირების და მომავალი საქმიანობის განვითარების მიზნით, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შპს „ვაიბერ ჯიეის“, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 8 აპრილს დარეგისტრირდა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა.
საწარმოს 100%-ის წილის მესაკუთრეა ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია Viber Media Sàrl.
კომპანიას დაგეგმილი აქვს 2022 წლის ბოლომდე დაიქირაოს 50-მდე თანამშრომელი, როგორც iOS და Android დეველოპერები, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის პერსონალი და შიდა ინტერფეისის (JAVA) დეველოპერები.
„ვაიბერ ჯიეის" საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა, კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები, საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში, ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით, ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, მას უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
ასევე ის შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი და ამ პარტნიორს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
ყველა ახალი ამბავი
0