მიმოხილვა: რა ემართება უკრაინის ეკონომიკას

© photo: Sputnik / Alexey Vovk / გადასვლა მედიაბანკში საპროტესტო აქცია კიევში
 საპროტესტო აქცია კიევში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
მიხაილ კატკოვი
უკრაინის ხელისუფლება განგაშს ტეხს: ყოველთვიური ხვრელი ბიუჯეტში მალე ხუთიდან ათ მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. დასავლეთს კრედიტების მიცემა არ სურს. ფული არ არის საკმარისი არც საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის, არც სამხედრო ხარჯისთვის. რატომ ითრევენ ფეხს კიევის მოკავშირეები და რა მოელის უკრაინას უცხოეთიდან დახმარების გარეშე - ამის შესახებ РИА Новости წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი“ ბლოკავს რვა მილიარდი დოლარის უკრაინისთვის გადაცემას. ამ თანხის გარეშე მასწავლებლები, პენსიონერები, დევნილები და სხვა კატეგორიის მოქალაქეები ვერ აიღებენ საბიუჯეტო ანაზღაურებას. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპელები ან შეცდომას უშვებენ ან დანაშაულს სჩადიან. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, თავის მხრივ, თანხების დაბლოკვაში გერმანია დაადანაშაულა.
უკრაინის ფინანსთა მინისტრის სერგეი მარჩენკოს სიტყვებით, ქვეყანას ყოველთვიურად სჭირდება დასავლეთისგან დაახლოებით ხუთი მილიარდი დოლარის მიღება ბიუჯეტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში კი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მიწურულს აუცილებელი თანხა ცხრა მილიარდამდე გაიზრდება.
თებერვლიდან მოყოლებული უკრაინაში გაიგზავნა 12,7 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება. წლის ბოლომდე კიევს კიდევ 15-ის მიღების იმედი აქვს. უკრაინას რეზერვში აქვს 12,9 მილიარდი, მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ეს მხოლოდ რამდენიმე თვეს ეყოფა. შემდეგ - ეკონომიკის სრული კრახი.
უკრაინის ეროვნულმა ბანკმა სიტუაციის გამოსწორება სცადა და დამატებით 240 მილიარდი გრივნა (6,5 მილიარდი დოლარი) დაბეჭდა. უკრაინელი ფინანსისტების ნაწილი ამ ნაბიჯს მხარს უჭერს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს ინფლაციას. ალტერნატივის სახით მთავრობაში იხილავენ დღგ-ის გაზრდას, აქციზების დაბრუნებას საწვავზე და სამხედრო მოსაკრებლის დაწესებას იმპორტზე. ბოლო წინადადება კანონპროექტის სახით ვერხოვნა რადამ უნდა განიხილოს.
მარჩენკოს თქმით, წლის დასაწყისიდან საბაჟო მოსაკრებლებიდან შემოსავალი წლიურად თითქმის 50%-ით შემცირდა. სამაგიეროდ დამატებული გადასახადი აისახება ფასებზე მაღაზიებში. 2022 წლის ბოლოს ფასებიც 30%-ით უნდა გაიზარდოს, 2023-ში - კიდევ 20%-ით, წერს Forbes. ამასთან, საწვავი 40-50%-ით გაძვირდა, ზამთრისთვის კი ასპროცენტიან ზრდას ვარაუდობენ.

ათწლეულის ჩამოშლა

კიევის ეკონომიკის სკოლის ანგარიშით, უკრაინის ირიბმა დანაკარგმა საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაახლოებით 128,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. პირდაპირი ზარალი - 108,3 მილიარდია. კერძოდ, დაინგრა და დაზიანდა არანაკლებ 388 საწარმო, 43 ათასი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, თითქმის ორი ათასი მაღაზია, 18 აეროპორტი, 28 ნავთობის ბაზა.
გარდა ამისა, უკრაინამ გაზარდა თავდაცვის ხარჯი 250 მილიონიდან 3,5 მილიარდ დოლარამდე. ამასთან, ფული, რომელსაც დასავლეთი გამოყოფს, არ შეიძლება სამხედრო საჭიროებებზე დაიხარჯოს. მარჩენკოს სიტყვებით, ევროპელები ამას ყურადღებით აკვირდებიან. კიევი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ საგადასახადო შემოსულობების ხარჯზე აფინანსებს. ჯარს ყოველთვიურად სჭირდება 130 მილიარდამდე გრივნა, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში უკრაინა აგროვებს 90 მილიარდის ოდენობის გადასახადებს.
უკრაინის მთავრობაში ელიან, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულ 50 მილიარდს დოლარს მიაღწევს - გასული წლის მშპ-ის თითქმის 35 პროცენტი. დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2022 წელს რეალური მშპ-ის ვარდნა 45% იქნება. ქვეყნის უმსხვილესი საწარმოები - „ნავთობგაზი, „უკრენერგო“ და „უკრავტოდორი“ - უკვე გაკოტრების ზღვარზე არიან.
როგორც ანალიტიკოსებმა გამოითვალეს, უკრაინას არანაკლებ ათი წელი დასჭირდება აღსადგენად.

ლაფშა და პამპერსები

ეკონომისტი ალექსანდრ დუდჩაკი ფიქრობს, რომ კიევს შეინარჩუნებენ კომატოზურ მდგომარეობაში მანამ, სანამ იქიდან რესურსების ნარჩენებსაც არ გაიტანენ. „როდესაც ის ამოიწურება, დასავლეთი ფინანსურ მხარდაჭერას შეწყვეტს და სახელმწიფო ჩამოიშლება. ამ დრომდე ბევრი არ დარჩა, ამასთან, უკრაინის მოსახლეობა ექვს თვეში დაახლოებით 20 მილიონამდე შემცირდა“.
უკრაინის ეკონომიკა რუსულ სპეცოპერაციამდეც ძალიან სუსტი იყო. ბოლო რამდენიმე წელიწადი ხელისუფლება ცდილობდა, თავიდან აეცილებინა დეფოლტი, ამბობს ეკონომისტი მიხეილ ბელიაევი.
„თავდაპირველად დასავლეთი აქტიურად ეხმარებოდა უკრაინას სწრაფი გამარჯვების იმედით. ნახევარი წლის შემდეგ კიევმა დაკარგა თითქმის მთელი დონბასი, ხერსონის ოლქი და სხვა რეგიონები, განაცხადები კი გაიზარდა“, - უთითებს ბელიაევი.
თეორიულად ევროკავშირს შეუძლია უკრაინისთვის მეტი თანხის გამოყოფა, იქ ინვესტიციების პერსპექტივა რომ ესმოდეთ. თუმცა ვერავინ ვერ იტყვის, რა მოუვა ქვეყანას ერთ წელიწადში, რომ არაფერი ითქვას რამდენიმე ათწლეულზე (ეს დრო სჭირდება ვალების გასტუმრებას).
„ევროპელები ზელენსკის იმდენ ფულს მისცემენ, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ უკრაინამ წლის ბოლოს დეფოლტი არ გამოაცხადოს. ისინი მიაწვდიან ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას“, - აღნიშნავს ბელიაევი.
აშშ კი კიევს უფრო მეტხანს დაეხმარება, რადგან ვაშინგტონი დაინტერესებულია კონფლიქტის გახანგრძლივებით. მას რუსეთის დასუსტების იმედი აქვს, ფიქრობს ეკონომისტი.
ბელიაევის აზრით, თუ დასავლეთი უკრაინის დაფინანსებას შეაჩერებს, 2022 წლის ბოლოსთვის მისი ეკონომიკისგან არაფერი არ დარჩება.
„საბიუჯეტო ორგანიზაციები ხელფასების გარშე დარჩებიან, როგორც გერმანია ორივე მსოფლიო ომის შემდეგ და სსრკ სამოქალაქო ომის შემდეგ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მოსკოვმა და ბერლინმა ეკონომიკა მშვიდობიან დროს აღადგინეს, კიევს კი ეს პრივილეგია შეიძლება არ ჰქონდეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0