ტრანსფერი დადასტურდა: „ნეფთჩიმ“ არველაძესთან კონტრაქტი გააფორმა

© courtesy of FC Locomotive Tbilisiვატო არველაძე
ვატო არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
ახლახან ბაქოს „ნეფთჩიმ“ ქართველ ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საბა კვერკველიას შემდეგ აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბმა „ნეფთჩიმ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა და კლუბის ახალწვეული ისევ ქართველი გახდა.

„ბაქოს გუნდმა კონტრაქტი 24 წლის ქართველ თავდამსხმელთან ვატო არველაძესთან გააფორმა. კონტრაქტი 1+1 წლის იჯარით გაფორმდა. არველაძე 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შემტევმა ნახევარმცველმა ვატო არველაძემ საკლუბო კარიერა 2013/14 წლების სეზონში საქართველოს პირველი ლიგის კლუბ „სასკოში“დაიწყო. მომდევნო სეზონში მეორე ლიგის 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდში გადავიდა, თუმცა მალევე გააფორმა კონტრაქტი თურქულ კლუბ „ქასიმფაშასთან“ და სეზონი ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდში გაატარა.
2015 წლის ზაფხულში არველაძე საქართველოში დაბრუნდა, სადაც თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა. ახალ კლუბში პირველ სეზონში მან მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში, მაგრამ შემდეგ გახდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. 2020 წლიდან თურქეთში გადავიდა და „ფატიჰ კარაგუმრუკში“ ჩაირიცხა – ახლა ქართველი მოთამაშის ბაქოში იჯარით გაშვებას სწორედ ეს კლუბი დათანხმდა.
19 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში არველაძემ ორი მატჩი ითამაშა ევროპის ჩემპიონატში. პირველად საქართველოს ძირითად ნაკრებში 2019 წლის მარტში გამოიძახეს – ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის. იმავე წლის 7 ივნისს გიბრალტართან მატჩის 76-ე წუთზე პენალტი შეასრულა და საქართველოს ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ვატო საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის რევაზ არველაძის ვაჟია.
ყველა ახალი ამბავი
0