თბილისში 5 ათასი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება და ეს პროცესი დღეს 20:00 საათამდე დასრულდება.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. სამგორის რაიონში არსებულ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზმომარაგება 5 ათას აბონენტს დროებით შეუწყდა. ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე გახოკიძისა და მაისურაძის ქუჩების კვეთაზე არსებულ გაზსადენზე გაზის გაჟონვის ლიკვიდაციის მიზნით შეუწყდა.
ამ დროისათვის ბუნებრივი აირი, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, არ მიეწოდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საზკვების ობიექტებს, სავაჭრო, სამედიცინო, კომერციულ და სასწავლო დაწესებულებებს.
გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დღეს 20:00 საათამდე დასრულდება.
კომპანია აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0