თბილისი-ბათუმის მატარებელი სამი დღის განმავლობაში მგზავრებს არ მოემსახურება

© photo: Sputnik / Stringerორსართულიანი მატარებელი ბათუმის სადგურში
ორსართულიანი მატარებელი ბათუმის სადგურში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
მატარებლების ჩვეულ რეჟიმში მოძრაობა 12 აგვისტოდან აღდგება.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზის“ პრეს-სამსახური ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია მითითებული, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული აუცილებელი სამუშაოებია.
გავრცელებული ინფორმაციით, რეისები 9-დან 11 აგვისტოს ჩათვლით შეჩერებულია როგორც თბილისიდან დასავლეთ საქართველოს, ისე საპირისპირო მიმართულებით.
მოდერნიზაციის სრული პროექტი, რომელიც 249 მლნ დოლარის ღირებულებისაა, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს.
რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს>>
პროექტის დასრულების შემდეგ შემცირდება სამგზავრო და სატვირთო მატარებლების გადაადგილების დრო.
ყველა ახალი ამბავი
0