Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღო შენი სხეული ისეთი, როგორიც არის“ - თათა გიორგობიანი

© courtesy of Tata Giorgobianiთათა გიორგობიანი
თათა გიორგობიანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
„ღამის შოუს ბენდის“ წევრი, მომხიბვლელი მომღერალი თათა გიორგობიანი მის კოლეგა ბაბი კირკიტაძესთან ერთად ბათუმში ისვენებს. გოგონები მზიან დღეებს აუზზე მხიარულ გარემოში ატარებენ.
ბაბი კირკიტაძე, ლაშა ბექაური და თათა გიორგობიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
ყვითელი ამბები
ვიდეო - ბაბი კირკიტაძემ და თათა გიორგობიანმა ლაშა ბექაური ვერ გაიყვეს
ახლახან თათამ საკუთარ მიმდევრებს გაუზიარა აუზზე გადაღებული ფოტოები, რომელშიც არაჩვეულებრივ ფორმაში გამოიყურება. აღნიშნულ პოსტს მომღერალმა ერთ-ერთი გოგონას მიერ გავრცელებული ანონიმური პოსტი დაურთო, რომელიც თვითშეფასების საკითხს ეხება და გოგონებს, და არა მხოლოდ მათ, საკუთარი პოზიცია გაუზიარა.
მომღერლის თქმით, ერთ დროს თავადაც ეგონა, რომ ლამაზი არ იყო.

„თუ ახლა შენ ხარ მათ რიცხვში, ვისაც ერიდება თქვას: მე მომწონს ჩემი თავი, იცოდე, რომ მახინჯი ადამიანი არ არსებობს. სიცოცხლე სამყაროს სასწაულია. არსებობს საკუთარ თავთან დისკომფორტში მყოფი ადამიანი. აქ აუცილებელია გავიაზროთ, რისი შეცვლა შეგვიძლია და რისი არა. თუ რამის შეცვლა შეგვიძლია, და ნამდვილად საჭიროა კომფორტის და სიმშვიდის მისაღწევად, ამ მიმართულებით დავიწყოთ სისტემური და გააზრებული შეუპოვარი მუშაობა. დავიცვათ ზომიერება და ინდივიდუალიზმი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღო შენი სხეული ისეთი, როგორიც არის და შეიყვარო, მოუარო და პატივი სცე, რადგან მან უნდა გატაროს მთელი ცხოვრება. იდეალური არავინაა. არც ყოფილა. არც იქნება. ნაკლი აქვს ყველას და ეს ადამიანურია. დროსთან ერთად კი სხეულის ყველა ნაკვთი ბერდება და წარმავალია“, – წერს თათა გიორგობიანი.

ყველა ახალი ამბავი
0