საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

© courtesy of Volunteers Batumi Chess Olympiad 2018ჭადრაკი
ჭადრაკი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
ვაჟთა ნაკრებმა ბოლო ტურში ეგვიპტის გუნდთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა (2:2) და 188 გუნდს შორის 23-ე ადგილი დაიკავა.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
ქართველმა გოგონებმა უკრაინის ნაკრების მსგავსად 18 ქულა დააგროვეს, მაგრამ უკრაინელი გოგონები დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონები გახდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში ანგარიშით 3:1 აზერბაიჯანის გუნდი დაამარცხა. ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ მატჩები გამარჯვებით დაასრულეს, ხოლო ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა ქულები თავის მეტოქეებთან გაიყვეს.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ბოლო ტური ეგვიპტესთან ყაიმით 2:2 დაასრულა და 14 ქულით შემაჯამებელი 23-ე ადგილი დაიკავა (188 გუნდს შორის). ჩემპიონი მამაკაცთა შორის უზბეკეთის გუნდი გახდა.
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაში, რომელიც 28 ივლისიდან 9 აგვისტომდე ჩატარდა, 188 ვაჟთა და 162 ქალთა გუნდი მონაწილეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0