https://sputnik-georgia.com/20220809/saqartvelosi-koronavirusit-15-atasze-meti-orsuli-dainficirda-269303658.html
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ორსული დაინფიცირდა
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ორსული დაინფიცირდა
ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 30–34 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. 09.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-09T13:52+0400
2022-08-09T13:52+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/19/266213609_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b868247fce1a1a799d90c74bd7581c32.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის 1 ივლისის მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით 15.103 ორსული დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.უწყების ცნობით, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ორსულთა COVID-19-ით ინფიცირების პროცენტულმა მაჩვენებელმა შეადგინა 9,4%, მათ შორის:ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 30–34 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. რაც შეეხება რეგიონებს, ორსულების ინფიცირების შემთხვევების წილი მაღალია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში.2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში აღირიცხა COVID-19-ით განპირობებული დედათა სიკვდილის 25 შემთხვევა, მათ შორის 2020 წელს – 1 შემთხვევა, 2021 წელს – 24 შემთხვევა.უწყებაში აღნიშნავენ, რომ COVID-19-ით განპირობებული დედათა სიკვდილიანობის 25 შემთხვევიდან 24 შემთხვევაში შესაძლებელი იყო აცრის ჩატარება (2021 წლის 15 მარტის შემდგომ), მაგრამ არცერთ შემთხვევაში ვაქცინაცია ჩატარებული არ იყო.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/19/266213609_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_a7ed1ef57922c5d9a3f96dde1f03fc58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, covid-19
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ორსული დაინფიცირდა
13:52 09.08.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 30–34 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის 1 ივლისის მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით 15.103 ორსული დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ორსულთა COVID-19-ით ინფიცირების პროცენტულმა მაჩვენებელმა შეადგინა 9,4%, მათ შორის:
2020 წელს – 5,1% 2020 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან;
2021 წელს – 11,6% 2021 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან;
2022 წელს – 14,5% 2022 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან.
ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 30–34 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. რაც შეეხება რეგიონებს, ორსულების ინფიცირების შემთხვევების წილი მაღალია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში აღირიცხა COVID-19-ით განპირობებული დედათა სიკვდილის 25 შემთხვევა, მათ შორის 2020 წელს – 1 შემთხვევა, 2021 წელს – 24 შემთხვევა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ COVID-19-ით განპირობებული დედათა სიკვდილიანობის 25 შემთხვევიდან 24 შემთხვევაში შესაძლებელი იყო აცრის ჩატარება (2021 წლის 15 მარტის შემდგომ), მაგრამ არცერთ შემთხვევაში ვაქცინაცია ჩატარებული არ იყო.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.