საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს: მამაკაცს 12 ტყვია ესროლეს

CC0 / Luc Coekaerts / 20150527_182909LCსაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 12 ტყვია ესროლეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კომოტინში მოხდა.
ადგილობრივი მასმედიის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცი ამ დროისათვის კომოტონის საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმების განცხადებით, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით გაართულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერძნული პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.
ყველა ახალი ამბავი
0