პოლონეთში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

CC BY 2.0 / Dean Strelau / Cautionარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს სამშობლოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. პოლონეთში 35 წლის ქართველი მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „გურია ნიუსი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წარმოშობით სენაკიდან იყო და საქართველოდან პოლონეთში, სავარაუდოდ, სამუშაოდ იყო წასული.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
ყველა ახალი ამბავი
0