Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბიჭია, ბიჭიი!“ - ნატო გელაშვილი ბებია გახდება

© courtesy of Giorgi Chokhonelidzeნატო გელაშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები
ნატო გელაშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
მომღერალი ნატო გელაშვილი მალე ბებია გახდება. სასიხარულო ამბავი საზოგადოებას მისმა შვილმა გიორგი ჭოხონელიძემ ამცნო.
ნატო გელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2022
ყვითელი ამბები
„ვერ აიტანდა...“ - ვინ დააწყებინა ცხოვრება თავიდან ნატო გელაშვილს ოჯახის დანგრევის შემდეგ?
როგორც პოსტებიდან ვიგებთ, გიორგი ჭოხონელიძე და მისი მეუღლე ბიჭს ელოდებიან.
„ჩემო მაგარო ადამიანებო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას თბილი სიტყვებისა და ემოციებისთვის. ყველაზე დიდი საჩუქარი უფალმა გამიკეთა, მაჩუქა წოდება მამის და პატარა ბიჭი, რომელმაც ჩემი ძმის სახელი უნდა ატაროს - პატარა ლუკა ჭოხონელიძე გვეყოლება მე და ანეს. ლუკა, აწი უკვე ნაღდი ბიძა იქნები. ძალიან ბედნიერი დღე გამითენდა, მადლობა, ჩემს სიყვარულს ყველაფრისთვის - და მადლობა ჩემს დიდ ოჯახს, მიყვარხართ ძალიან! თქვენი გიო ჭოხო. ამის გარეშე არ გამოვა - ბიჭიაააა ბიჭიიი“, – დაწერა გიორგი ჭოხონელიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0