Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კანიე უესტი კიმ კარდაშიანის ყოფილ შეყვარებულს ისევ დასცინის

© AP Photo / Evan Agostiniკიმ კარდაშიანი და კანიე უესტი
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
ცოტა ხნის წინ კიმ კარდაშიანმა და პიტ დევიდსონმა მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს. ამ ამბავს სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურად გამოეხმაურნენ, თუმცა ეს ფაქტი კომენტარის გარეშე არც კანიე უესტს დაუტოვებია. მიუხედავად იმისა, რომ კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი უკვე დიდი ხანია განქორწინდნენ, უესტი კიმ კარდაშიანის ყოფილი შეყვარებულის პიტ დევიდსონის შესახებ სოციალურ ქსელებში დამამცირებელ პოსტებს ხშირად აქვეყნებდა.
კიმ კარდაშიანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
ყვითელი ამბები
შორი მანძილი და გადატვირთული გრაფიკი - კიმ კარდაშიანი შეყვარებულს დაშორდა
სოციალურ ქსელში პოსტების გამო კანიე უესტი კიმის შევიწროებაშიც კი დაადანაშაულეს. კანიე უესტმა პიტ დევიდსონი ოჯახის დანგრევაში არაერთხელ დაადანაშაულა. რამდენიმე თვის წინ კანიემ ძალადობრივი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელშიც პიტ დევიდსონის „მოკვეთილი თავია" ნაჩვენები, რის გამოც სოციალური ქსელის გვერდიც დაუბლოკეს.
კანიე იმის წინააღმდეგიც იყო, რომ პიტ დევისდონს მისი და კიმ კარდაშიანის შვილები გაეცნო. შემდეგ სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებს მოუწოდა, სადაც პიტს დაინახავდნენ, მისთვის ეყვირათ.
გასულ პარასკევს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ცხრათვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. ამაზე პასუხად კანიე უესტმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ეწერა: „SKETE დევიდსონი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა". პიტ დევიდსონი მართლაც 28 წლის არის, ხოლო მომღერლის სახელის გადათამაშებით მიღებული სიტყვა SKETE ჟარგონია, რომელსაც დამამცირებელ კონტექსტში იყენებენ.
ყველა ახალი ამბავი
0