Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქორწილიდან 3 კვირის შემდეგ ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს

© photo: Sputnik / Columbia Pictures (2003) / გადასვლა მედიაბანკშიბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი­სა და ბენ აფ­ლე­კის ქორ­წი­ნე­ბის ამ­ბა­ვი ზა­ფხუ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვუ­რი თე­მაა.
წყვილ­მა ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ თაფ­ლო­ბის თვე პა­რიზ­ში გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა ახლა, რო­გორც და­სავ­ლუ­რი ტაბ­ლო­ი­დე­ბი წე­რენ, გა­და­წყვი­ტეს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი დრო გა­ა­ტა­რონ ერ­თად. მათ სჯე­რათ, რომ ეს ნა­ბი­ჯი ურ­თი­ერ­თო­ბის გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში გა­მო­ად­გე­ბათ.
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
ყვითელი ამბები
„ნუ აცდენ ბენს...“ - ჯენიფერ ლოპესს სოციალურ ქსელებში აკრიტიკებენ
Hollywood Life-ის ცნო­ბით, მსა­ხი­ო­ბებ­მა შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს და ევ­რო­პა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბედ­ნი­ე­რი კვი­რე­ბის შემ­დეგ ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბა აირ­ჩი­ეს. ამის მი­ზე­ზი და მი­ზა­ნი კი, რაც უნდა უჩ­ვე­უ­ლო იყოს, ისაა, რომ ასე მათი კავ­ში­რი უფრო გაძ­ლი­ერ­დეს, რომ უფრო მე­ტად მო­ე­ნატ­როთ ერ­თმა­ნე­თი.
წყვი­ლი ფიქ­რობს, რომ მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი მა­გია არ და­ი­კარ­გე­ბა. აპი­რე­ბენ გა­აგ­რძე­ლონ ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ, და­კავ­დნენ საყ­ვა­რე­ლი საქ­მით, კონ­ცენ­ტრირ­დნენ კა­რი­ე­რა­ზე.

„ჯენი და ბენი ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის ესა­უბ­რე­ბი­ან, მე­სი­ჯებს სწე­რენ და და­შო­რე­ბა კი­დევ უფრო აუმ­ჯო­ბე­სებს კავ­შირს მათ შო­რის. ჯე­ი ­ლოს მოს­წონს იმის ცოდ­ნა, რომ მისი ქმა­რი მის გვერ­დით გაჩ­ნდე­ბა, როცა კი დას­ჭირ­დე­ბა“, – ამ­ბობს წყვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო.

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი და ბენ აფ­ლე­კი სამი კვი­რის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და მე­დი­ის­გან ფა­რუ­ლად და­ქორ­წინ­დნენ. ქორ­წი­ლის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცე­რე­მო­ნია ლას-ვე­გას­ში გა­ი­მარ­თა და მას მხო­ლოდ ვარ­სკვლა­ვე­ბის რამ­დე­ნი­მე უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და.
„ბე­ნი­ფე­რის“ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბის წინ და­ი­წყო. თუმ­ცა მა­შინ მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. ბენი და ჯე­ნი­ფე­რი 2002 წლი­დან 2004 წლამ­დე და­ნიშ­ნუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ საქ­მე ქორ­წი­ლამ­დე არ მი­სუ­ლა და მათი გზე­ბი გა­ი­ყო. ახლა კი, და­შო­რე­ბი­დან 17 წლის შემ­დეგ შე­რიგ­დნენ და და­ქორ­წინ­დნენ.
ყველა ახალი ამბავი
0