ჯანდაცვა საქართველოში - ძირითადი მაჩვენებლები

გამოწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა" საქართველოს ჯანდაცვის სისტემის 2021 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 268 საავადმყოფო, საწოლფონდი შეადგენდა 20,6 ათასს, რაც 2020 წელთან შედარებით 11%-ით მეტია.
ამბულატორიულ-კლინიკური დაწესებულებების რაოდენობა შეადგენდა 2.272-ს. წლის მანძილზე აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვიანობის მაჩვენებელი 15.003 იყო, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9,6%-ით მეტია.
სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რაოდენობამ 22,5 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხვმა – 21,7 ათასი.
„Sputnik-საქართველოს" ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მაჩვენებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
ყველა ახალი ამბავი
0