Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

© Pixabay / DarkoStojanovicსამედიცინო კვლევა
სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 16,82%.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (31 ივლისი – 7 აგვისტო) კორონავირუსის 12.729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.710.749 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 11.199 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.679.621).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა 8 პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.878 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 67.482 კვლევა ტესტით.
ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 16,82%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 5.726
იმერეთი – 1.955
აჭარა – 1.273
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 1.024
გურია – 664
შიდა ქართლი – 545
კახეთი – 530
ქვემო ქართლი – 473
მცხეთა-მთიანეთი – 193
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 174
სამცხე-ჯავახეთი – 172
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0