https://sputnik-georgia.com/20220809/borjomis-xeobasi-avatias-erti-adamiani-emsxverpla-269318778.html
ბორჯომში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა: არის მსხვერპლი
ბორჯომში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა: არის მსხვერპლი
Sputnik საქართველო
არსებული ინფორმაციით, მძღოლი გზის სამშენებლო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.
2022-08-09T20:20+0400
2022-08-09T20:20+0400
2022-08-09T22:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268681113_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ce3f1ec44c82d17f8cb3212ed80c304e.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება „სამხრეთის კარიბჭე“.შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ სოფელ ტბასთან მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა, რომელიც დატვირთულ ნაშალ მასალას ცლიდა, მოცურდა და დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.„სამშენებლო სამუშაოებზე იყო დასაქმებული, რამდენიმე რეისი გააკეთა, ბოლოს რა მოხდა, არ ვიცით. მარტო იყო მანქანაში, „ენერგო–პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები მუშაობდნენ ახლოს და მათ დაინახეს", – განაცხადა სოფელ ტბის დეპუტატმა მამუკა ლურსმანაშვილმა.ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 65 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.მამაკაცის ცხედარი მაშველებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს. მას ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.წყარო - „სამხრეთის კარიბჭე“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268681113_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_63c420cb9e7ed22205116df1be6a7907.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბორჯომი სატვირთო მანქანა ხევი მსხვერპლი
ბორჯომი სატვირთო მანქანა ხევი მსხვერპლი
ბორჯომში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა: არის მსხვერპლი
20:20 09.08.2022 (განახლებულია: 22:13 09.08.2022) არსებული ინფორმაციით, მძღოლი გზის სამშენებლო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება „სამხრეთის კარიბჭე“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ სოფელ ტბასთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა, რომელიც დატვირთულ ნაშალ მასალას ცლიდა, მოცურდა და დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
„სამშენებლო სამუშაოებზე იყო დასაქმებული, რამდენიმე რეისი გააკეთა, ბოლოს რა მოხდა, არ ვიცით. მარტო იყო მანქანაში, „ენერგო–პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები მუშაობდნენ ახლოს და მათ დაინახეს", – განაცხადა სოფელ ტბის დეპუტატმა მამუკა ლურსმანაშვილმა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 65 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
მამაკაცის ცხედარი მაშველებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს. მას ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.