თბილისის ერთ-ერთ ბარში 6 ადამიანი დაჭრეს: დაკავებულია 32 წლის მამაკაცი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ბარის დაცვის ხუთ თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ამჟამად ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0