https://sputnik-georgia.com/20220808/lasa-talaxaze-mravalsviliani-mama-gaxda-269287863.html
ლაშა ტალახაძე მესამე შვილის მამა გახდა
ლაშა ტალახაძე მესამე შვილის მამა გახდა
Sputnik საქართველო
ახალშობილის წონა 4,2 კგ, სიგრძე კი 54 სმ-ია
2022-08-08T21:23+0400
2022-08-08T21:23+0400
2022-08-08T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს სიამაყე
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251433389_0:298:3074:2027_1920x0_80_0_0_3ba6e7c19a6db398cb9f41589ebea3af.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ექვსგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მესამე შვილის მამა გახდა.როგორც საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა სოციალურ ქსელში დაწერა, ტალახაძესა და მის მეუღლეს ანუკი დემურიას ქალიშვილი შეეძინათ. ახალშობილის წონა 4,2 კგ, სიგრძე კი 54 სმ-ია.ტალახაძე და დემურია 2018 წლის ივლისში დაქორწინდნენ. უფროს ქალიშვილებს მარიამი და ელენე ჰქვიათ.მიმდინარე წლის ივნისში ტალახაძემ ტირანაში მორიგი კონტინენტური პირველობა მოიგო.ტრავმის მიუხედავად - ქართველ ძალოსანს ზურგის პრობლემა აწუხებს - ტალახაძემ ორი მცირე ოქროს მედალი მოიგო. ატაცში მან 217 კგ ასწია, აკვრაში კი - 245 კგ.ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 462 კგ მოაგროვა და 11 კგ-ით გადაუსწრო მეტოქეს, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსან ლალაიანს სომხეთიდან.2018 წელს ტალახაძე აღიარეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ვერსიით. სპორტსმენი ამ ტიტულის მფლობელი ზედიზედ ორჯერ გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251433389_172:156:2695:2048_1920x0_80_0_0_96b3e68d3401a80faaec8d68415cc2da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლაშა ტალახაძე მრავალშვილიანი მამა
ლაშა ტალახაძე მრავალშვილიანი მამა
ლაშა ტალახაძე მესამე შვილის მამა გახდა
21:23 08.08.2022 (განახლებულია: 23:05 08.08.2022) ახალშობილის წონა 4,2 კგ, სიგრძე კი 54 სმ-ია.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ექვსგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მესამე შვილის მამა გახდა.
როგორც საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა სოციალურ ქსელში დაწერა, ტალახაძესა და მის მეუღლეს ანუკი დემურიას ქალიშვილი შეეძინათ. ახალშობილის წონა 4,2 კგ, სიგრძე კი 54 სმ-ია.
ტალახაძე და დემურია 2018 წლის ივლისში დაქორწინდნენ. უფროს ქალიშვილებს მარიამი და ელენე ჰქვიათ.
მიმდინარე წლის ივნისში ტალახაძემ ტირანაში მორიგი კონტინენტური პირველობა მოიგო.
ტრავმის მიუხედავად - ქართველ ძალოსანს ზურგის პრობლემა აწუხებს - ტალახაძემ ორი მცირე ოქროს მედალი მოიგო. ატაცში მან 217 კგ ასწია, აკვრაში კი - 245 კგ.
ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 462 კგ მოაგროვა და 11 კგ-ით გადაუსწრო მეტოქეს, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსან ლალაიანს სომხეთიდან.
2018 წელს ტალახაძე აღიარეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ვერსიით. სპორტსმენი ამ ტიტულის მფლობელი ზედიზედ ორჯერ გახდა.