ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე მოძრაობა აიკრძალა

© courtesy of Fshav-Khevsureti national parkფშავ-ხევსურეთი
ფშავ-ხევსურეთი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
აღნიშნული გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 26-42 კმ მონაკვეთზე ჩახერგა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„ამავე საავტომობილო გზის 12-26 კმ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება ფშაველი–ლეჩურის მონაკვეთს (1-11 კმ), ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზა რთული რელიეფისა და კლიმატის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.
ყველა ახალი ამბავი
0