ავლაბრის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Tbilisi City Hallსარემონტო სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირზე თბილისში
სარემონტო სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირზე თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 აგვისტოს 00:00 საათიდან მიმდებარე ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
მერიის ცნობით, ტრანსპორტი ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით მხოლოდ ირბახის ქუჩის გავლით იმოძრავებს, წურწუმიას ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ირბახის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართის მიმართულებით.
ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზეც თელავის ქუჩის კვეთიდან ავლაბრის მოედნამდე, ხოლო თელავისა და ბოჭორმის ქუჩების კვეთიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით.
აღნიშნული სამუშაოების პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
ქუჩების ზუსტი ჩამონათვალისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეცვლილი მარშრუტების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
ქეთევან წამებულის გამზირის სრული რემონტი, რომელიც სამგორის, ვარკეთილისა და ისნის რაიონებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში იგეგმება მეტროს სადგურ „ავლაბრიდან" ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გზის მონაკვეთის მთლიანად შეკეთება – სულ 1,7 კმ მანძილზე.
ყველა ახალი ამბავი
0