https://sputnik-georgia.com/20220807/xaragaulsi-ukanono-saxerxi-saamqroebi-gamoavlines-269261135.html
ხარაგაულში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
ხარაგაულში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
დეპარტამენტის ცნობით, ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
2022-08-07T11:55+0400
2022-08-07T11:55+0400
2022-08-07T11:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
იმერეთი
შემთხვევები საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_dd6f2a76e562a2936ca1c6d4bc4a1fed.jpg
თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. ხარაგაულში ორი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.უწყების ცნობით, სოფელ ბორითში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გამოვლინდა სხვადასხვა სახეობის 20 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 34 კუბური მეტრი ფიცარი.ასევე სოფელ საბეში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ტყეში ჰქონდა განთავსებული. სახერხის ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის, დაუფირნიშებელი 22 ერთეული მორი.უწყების ინფორმაციით, ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის 26 ობიექტია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.შესაბამისად, ეტაპობრივად აიკრძალება ე.წ. სოციალური ხეტყის გაჩეხა, როდესაც რეგიონების მაცხოვრებლებს შეეძლოთ ლიცენზიის აღება ხეტყის გაჩეხაზე გათბობის ან სხვა სოციალური და საყოფაცხოვრებო საჭიროებების უზრუნველსაყოფად.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა, ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_94e3fd6dd31b0526e24ae00d6a2817dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხარაგაული უკანონო სახერხი საამქროები
ხარაგაული უკანონო სახერხი საამქროები
ხარაგაულში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
დეპარტამენტის ცნობით, ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. ხარაგაულში ორი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოფელ ბორითში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გამოვლინდა სხვადასხვა სახეობის 20 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 34 კუბური მეტრი ფიცარი.
ასევე სოფელ საბეში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ტყეში ჰქონდა განთავსებული. სახერხის ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის, დაუფირნიშებელი 22 ერთეული მორი.
უწყების ინფორმაციით, ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის 26 ობიექტია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
შესაბამისად, ეტაპობრივად აიკრძალება ე.წ. სოციალური ხეტყის გაჩეხა, როდესაც რეგიონების მაცხოვრებლებს შეეძლოთ ლიცენზიის აღება ხეტყის გაჩეხაზე გათბობის ან სხვა სოციალური და საყოფაცხოვრებო საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა, ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.