https://sputnik-georgia.com/20220807/vendispanseris-direqtoris-dawra-80-wlis-eqims-brali-mkvlelobis-mcdelobasi-waredgina-269263127.html
ვენდისპანსერის დირექტორის დაჭრა: 80 წლის ექიმს ბრალი წარედგინა
ვენდისპანსერის დირექტორის დაჭრა: 80 წლის ექიმს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
ბრალდებული ფაქტს აღიარებს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, დეტალურად აღწერს მომხდარს, განაცხადა ადვოკატმა
2022-08-07T18:14+0400
2022-08-07T18:14+0400
2022-08-07T18:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209168_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_2df6ec946d942a6f25424f77c5a32ba9.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. თბილისის კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხანდაზმულ ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს, რომელმაც დაწესებულების დირექტორი, გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ბრალი ოფიციალურად წარედგინა მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე.ინციდენტი პარასკევს, 5 აგვისტოს მოხდა. თბილისში ცნობილმა ექიმმა, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძემ შეიტყო თავისი გათავისუფლების შესახებ და განმარტებებისთვის დირექტორის კაბინეტს მიაშურა. სამსახურში აღდგენაზე უარის შემდეგ მან დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რომელიც თან ჰქონდა. ტყვია გალდავას მხარში მოხვდა. ინციდენტის შემდეგ მსროლელმა კლინიკა დატოვა და იარაღი მოიშორა.მისი თქმით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან, დეტალურად აღწერს მომხდარ ინციდენტს.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლის მეოთხე პუნქტით მიმდინარეობს. ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.ადვოკატი დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209168_227:129:1193:854_1920x0_80_0_0_fe0ecfafe6c196099aa144b83b9cd95a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვენდისპანსერი დირექტორი გიორგი გალდავა თეიმურაზ ბეჟანიძე დაჭრა 80 წლის ექიმი ბრალი წარდგენა
ვენდისპანსერი დირექტორი გიორგი გალდავა თეიმურაზ ბეჟანიძე დაჭრა 80 წლის ექიმი ბრალი წარდგენა
ვენდისპანსერის დირექტორის დაჭრა: 80 წლის ექიმს ბრალი წარედგინა
18:14 07.08.2022 (განახლებულია: 18:16 07.08.2022) ბრალდებული ფაქტს აღიარებს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, დეტალურად აღწერს მომხდარს, განაცხადა ადვოკატმა
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. თბილისის კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხანდაზმულ ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს, რომელმაც დაწესებულების დირექტორი, გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ბრალი ოფიციალურად წარედგინა მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე.
ინციდენტი პარასკევს, 5 აგვისტოს მოხდა. თბილისში ცნობილმა ექიმმა, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძემ შეიტყო თავისი გათავისუფლების შესახებ და განმარტებებისთვის დირექტორის კაბინეტს მიაშურა. სამსახურში აღდგენაზე უარის შემდეგ მან დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რომელიც თან ჰქონდა. ტყვია გალდავას მხარში მოხვდა. ინციდენტის შემდეგ მსროლელმა კლინიკა დატოვა და იარაღი მოიშორა.
„ადრე მიცემულ ჩვენებას ის მთლიანად დაეთანხმა, დაადასტურა, რომ მის მიერ მოხდა ამ გასროლის განხორციელება, თუმცა ამბობს, რომ მას არ სურდა გალდავას მოკვლა, უბრალოდ გასროლა განახორციელა მხოლოდ და მხოლოდ მისი შეშინების მიზნით. გასროლა განხორციელდა ერთხელ“, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, კახა შონიამ.
მისი თქმით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან, დეტალურად აღწერს მომხდარ ინციდენტს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლის მეოთხე პუნქტით მიმდინარეობს. ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატი დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს.