თბილისში უცხოელი სტუდენტები დააყაჩაღეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 1000 დოლარი, ლეპტოპები, ოქროს ბეჭედი და საათი.
თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე ხუთი პირი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და სამ ინდოელ სტუდენტს თავს დაესხა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
როგორც ინდოელი სტუდენტები აცხადებენ, თავდამსხმელებს თან ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ჰქონდათ, ერთ-ერთ სტუდენტს თავისა და ხელის არეში დანით დაზიანებები მიაყენეს. მათი თქმით, სახლიდან წაღებულია ფული, ძვირფასი ნივთები და ტექნიკა.
„ღამით მეგობარს დავხვდით აეროპორტში, ახალი დაბრუნებულები ვიყავით, ვვახშმობდით, როდესაც კარზე დააკაკუნეს. კარის გაღებისთავნავე შემოცვიდნენ და თავს დაგვესხნენ. მე თავი მაქვს დაზიანებული, დანით დამისერეს. წაიღეს ყველაფერი და გაიქცნენ, მერე დავრეკეთ პოლიციაში“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხუთივე თავდამსხმელი დაკავებულია.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი“
ყველა ახალი ამბავი
0