გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგად უნარებში ტესტების პასუხების გაჟონვა უარყო

© photo: Sputnik / Stringerერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2022
გამოწერა
ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, ხოლო ყველაზე მაღალი შეფასება - 75 ქულა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო საშუალი ქულამ შეადგინა 29,92, განაცხადეს ცენტრში
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წელს აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის წინასწარ ცნობილი გახდა ზოგადი უნარების ტესტის პასუხები, იუწყებიან ცენტრი.
კვირას ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულენოვანმა აბიტურიენტებმა წინასწარ იცოდნენ ზოგადი უნარების ტესტის პასუხები, რომელიც მათ 19 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარეს.
„გაცნობებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს. გამოცდის პირველადი შედეგების ანალიზის მიხედვით, სტატისტიკა იმის მსგავსია, როგორიც წინა წლებში იყო. აზერბაიჯანულენოვანი ტესტი წელს წერა 2138-მა გამოსაცდელმა, მათგან ზღვარი ვერ დაძლია 931-მა აპლიკანტმა“, - აცხადებენ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 80, ხოლო ყველაზე მაღალი, 75 ქულის მიღება მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა შეძლო. საშუალი ქულამ შეადგინა 29,92.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელს ყველა აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტისათვის უზრუნველყო ერთი ტესტის მომზადება და გამოსაცდელებმა ის ერთდროულად წერეს, რაც ასევე მაქსიმალურად უზრუნველყოფდა თანაბრობის დაცვას. გარდა ამისა, ტესტის თარგმნისას ცენტრს შემუშავებული აქვს ისეთი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ტესტის დავალებების კონფიდენციალურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, თარჯიმანი ტესტს თარგმნის მხოლოდ საგამოცდო ცენტრში, ტესტის შემდგენლების თანდასწრებით. მას არ აქვს ტესტის არც ბეჭდური და არც ელექტრონული ვერსია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს საზოგადოებას ენდოს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას და არ აჰყვეს ორგანიზაციის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობებს.
ყველა ახალი ამბავი
0