ბრძოლა იარაღის უკანონო ბრუნვასთან - საქართველოში რვა პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2022
გამოწერა
დანაშაულები სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, საქმეზე დაკავებულია რვა პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭარაში ამოიღეს.
დაკავებულ პირთა ასაკი 27-დან 60 წლამდე მერყეობს. აქედან ოთხი პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ერთ-ერთი დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშაა.
გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა მარკის პისტოლეტები, რევოლვერები, თოფები, შაშხანები, მჭიდები და ვაზნები, ნათქვამია განცხადებაში.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყველა დაკავებულს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უწყების ინფორმაციით, კიდევ ერთი პირი უკანონო საქმიანობაშია მხილებული.
ყველა ახალი ამბავი
0