ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან: დაშავებულებს შორის ბავშვები არიან

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2022
გამოწერა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი ბავშვია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა კარალეთი-გორის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახა.
ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი - ახალგაზრდა ქალი და მისი ორი შვილი დაშავდა. დაშავებულებს სახისა და კიდურების არეში დაჟეჟილობა აღენიშნებათ. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0