https://sputnik-georgia.com/20220806/vendispanseris-direqtoris-dawra-rogoria-dasavebulis-mdgomareoba-269240000.html
ვენდისპანსერის დირექტორის დაჭრა: როგორია დაშავებულის მდგომარეობა
ვენდისპანსერის დირექტორის დაჭრა: როგორია დაშავებულის მდგომარეობა
Sputnik საქართველო
წინასწარი ინფორმაციით, კლინიკის თანამშრომელმა კამათის დროს დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
2022-08-06T13:15+0400
2022-08-06T13:15+0400
2022-08-06T14:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595686_0:84:1621:996_1920x0_80_0_0_de8a0880411bbd87e18ac65cc6821917.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, განაცხადა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ნიკოლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.ნიკოლიშვილის განცხადებით, 50 წლის პაციენტი კონტაქტურია და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.„პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება ითქვას, დამაკმაყოფილებელი. ამჟამად მკურნალობა ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში გრძელდება, თუმცა სტაბილური მდგომარეობით. სავარაუდოდ, დღის განმავლობაში, შევხედავთ მდგომარეობას და პალატაში გადავიყვანთ. ჰქონდა მხრის ძვლის დაზიანება, სავარაუდოდ, ცეცხლნასროლი ჭრილობით მიყენებული, ამოღებულია გლუვი უცხო სხეული, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი“, – აღნიშნა ნიკოლიშვილმა.გუშინ, 5 აგვისტოს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელი გიორგი გალდავა საკუთარმა კოლეგამ, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრალდებული ექიმი სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გუშინ, გვიან ღამით დააკვეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252595686_91:0:1531:1080_1920x0_80_0_0_456826bf865e49ee1125d80925ba0466.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვენდისპანსერი დირექტორი გიორგი გალდავა დაჭრა თეიმურაზ ბეჟანიძე დაშავებული მდგომარეობა
ვენდისპანსერი დირექტორი გიორგი გალდავა დაჭრა თეიმურაზ ბეჟანიძე დაშავებული მდგომარეობა
ვენდისპანსერის დირექტორის დაჭრა: როგორია დაშავებულის მდგომარეობა
13:15 06.08.2022 (განახლებულია: 14:01 06.08.2022) წინასწარი ინფორმაციით, კლინიკის თანამშრომელმა კამათის დროს დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, განაცხადა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ნიკოლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნიკოლიშვილის განცხადებით, 50 წლის პაციენტი კონტაქტურია და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.
„პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება ითქვას, დამაკმაყოფილებელი. ამჟამად მკურნალობა ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში გრძელდება, თუმცა სტაბილური მდგომარეობით. სავარაუდოდ, დღის განმავლობაში, შევხედავთ მდგომარეობას და პალატაში გადავიყვანთ. ჰქონდა მხრის ძვლის დაზიანება, სავარაუდოდ, ცეცხლნასროლი ჭრილობით მიყენებული, ამოღებულია გლუვი უცხო სხეული, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი“, – აღნიშნა ნიკოლიშვილმა.
გუშინ, 5 აგვისტოს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელი გიორგი გალდავა საკუთარმა კოლეგამ, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრალდებული ექიმი სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გუშინ, გვიან ღამით
დააკვეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.