თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ახალ სეზონს გახსნის ოპერით „აბესალომ და ეთერი“

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი  - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2022
გამოწერა
„აბესალომ და ეთერი“ ფალიაშვილის ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომლის ლიბრეტოც პეტრე მირიანაშვილმა შექმნა
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 171-ე სეზონს ტრადიციულად ოპერა „აბესალომ და ეთერით“ გახსნის, ნათქვამია თეატრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კონცერტები 23 და 24 სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება.
„აბესალომ და ეთერი“ ფალიაშვილის ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომლის ლიბრეტოც შუა საუკუნეების ქართული თქმულება „ეთერიანის“ მოტივებზე შექმნა პეტრე მირიანაშვილმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა" და ილია ჭავჭავაძის ლექსების გამოყენებით.
საინტერესო ფაქტი: კომპოზიტორმა მის შემოქმედებაში ყველაზე მთავარი ოპერის შექმნაზე 15 წელი იმუშავა. ეს იყო ქართული მუსიკის ფანტასტიკური ზეიმი. ტრადიციულ საოპერო სცენაზე, სადაც აქამდე მხოლოდ ევროპელი და ზოგჯერ რუსი კომპოზიტორების ოპერები იდგმებოდა, სიცოცხლე შეიძინა ქართულმა. პრემიერის დღეს ოპერას დირიჟორობდა თავად ზაქარია ფალიაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0