https://sputnik-georgia.com/20220806/ratom-esrola-eqimma-venerologma-saavadmyofos-direqtors-advokati-269249248.html
რატომ ესროლა ექიმმა-ვენეროლოგმა საავადმყოფოს დირექტორს: ადვოკატი
რატომ ესროლა ექიმმა-ვენეროლოგმა საავადმყოფოს დირექტორს: ადვოკატი
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 80 წლის ექიმს 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრბა
2022-08-06T20:15+0400
2022-08-06T20:15+0400
2022-08-06T20:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/94/248789425_0:63:3417:1985_1920x0_80_0_0_edce1ea6122e6620246a548d5f5d9d01.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. 80 წლის დერმატოლოგ-ვენეროლოგმა თეიმურაზ ბეჟანიძემ ატეხა სროლა თავისი უფროსის კაბინეტში მაშინ, როდესაც თავისი გათავისუფლების შესახებ შეიტყო, აცხადებენ ადვოკატები.5 აგვისტოს ბეჟანიძე ვენდისპანსერის დირექტორის, 50 წლის გიორგი გალდავას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.ადვოკატების განცხადებით, ბეჟანიძე სროლის ფაქტს აღიარებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ გალდავას მოკვლას არ აპირებდა.მათი ვერსიით, ექიმი, რომელსაც თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, საავადმყოფოს დირექტორის კაბინეტში შევიდა და ითხოვდა განმარტებებს მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხად „ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვები“ მოისმინა.მისივე სიტყვებიდან ჩანს, რომ კოლეგების ურთიერთობაში დიდი ხანია დაძაბულობა იგრძნობოდა.გალდავა მხრისა და მუცლის არეშია დაჭრილი. ის ვენდისპანსერის ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/94/248789425_343:0:3074:2048_1920x0_80_0_0_8bd102008c086dc40b7719764822c7f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რატომ ესროლა ექიმმა-ვენეროლოგმა საავადმყოფოს დირექტორს: ადვოკატი გიორგი გალდავა თეიმურაზ ბეჟანიძე
რატომ ესროლა ექიმმა-ვენეროლოგმა საავადმყოფოს დირექტორს: ადვოკატი გიორგი გალდავა თეიმურაზ ბეჟანიძე
რატომ ესროლა ექიმმა-ვენეროლოგმა საავადმყოფოს დირექტორს: ადვოკატი
20:15 06.08.2022 (განახლებულია: 20:16 06.08.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 80 წლის ექიმს 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრბა
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. 80 წლის დერმატოლოგ-ვენეროლოგმა თეიმურაზ ბეჟანიძემ ატეხა სროლა თავისი უფროსის კაბინეტში მაშინ, როდესაც თავისი გათავისუფლების შესახებ შეიტყო, აცხადებენ ადვოკატები.
5 აგვისტოს ბეჟანიძე ვენდისპანსერის დირექტორის, 50 წლის გიორგი გალდავას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ადვოკატების განცხადებით, ბეჟანიძე სროლის ფაქტს აღიარებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ გალდავას მოკვლას არ აპირებდა.
მათი ვერსიით, ექიმი, რომელსაც თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, საავადმყოფოს დირექტორის კაბინეტში შევიდა და ითხოვდა განმარტებებს მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხად „ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვები“ მოისმინა.
„ამის შემდეგ კი იღებს იარაღს და შეშინების მიზნით მარჯვენა მხარეს ისვრის. ეს გასროლა ხორციელდება დაახლოებით 5 მეტრის მანძილიდან. მაგ დროს არ ვიცი რა მოხდა, სავარაუდოდ გვერდით გაიწია დაზარალებული, ამ ფაქტს თვითონაც ვერ ხსნის, მაგრამ ტყვია აქვს მოხვედრილი“, - აცხადებს ადვოკატი კახა შონია.
მისივე სიტყვებიდან ჩანს, რომ კოლეგების ურთიერთობაში დიდი ხანია დაძაბულობა იგრძნობოდა.
გალდავა მხრისა და მუცლის არეშია დაჭრილი. ის ვენდისპანსერის ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.