https://sputnik-georgia.com/20220806/avariis-sedegad-xorvatiasi-12-momlocveli-dairupa-269242861.html
ავარიის შედეგად ხორვატიაში 12 მომლოცველი დაიღუპა
ავარიის შედეგად ხორვატიაში 12 მომლოცველი დაიღუპა
Sputnik საქართველო
მომლოცველი კათოლიკეების ჯგუფი ავტობუსით მიემართებოდა მედჟუგორიეში (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
2022-08-06T16:49+0400
2022-08-06T16:49+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/06/269241242_0:25:961:565_1920x0_80_0_0_a47abf7e79dda8b55e59fec9a19e606a.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ხორვატიაში, ვარაჟდინის ოლქში ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა, განაცხადა ხორვატიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დავორ ბოჟინოვიჩმა, იუწყება „რია ნოვოსტი“.ავტობანზე, ზაგრების მიმართულებაზე მძიმე ავარია დილით ადრე მოხდა. პოლონური ნომრების მქონე ავტობუსი მოსახვევში გზიდან გადავარდა.ბოჟინოვიჩის თქმით, 11 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - საავადმყოფოში მძიმე დაზიანებების გამო. ასევე, 33-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, ისინი ვარაჟდინსა და ზაგრებში მდებარე კლინიკებში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან.მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ავტობუსი რეგისტრირებულია ვარშავის მახლობლად მდებარე გროძისკ მაზოვიეცკიში. ავტობუსს მომლოცველი კათოლიკეების ჯგუფი მედჟუგორიეში (ბოსნია და ჰერცეგოვინა) გადაჰყავდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/06/269241242_0:0:859:644_1920x0_80_0_0_25eb505f274c94d8e960eb78e839fe8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავარია ხორვატია 12 მომლოცველი დაღუპვა
ავარია ხორვატია 12 მომლოცველი დაღუპვა
ავარიის შედეგად ხორვატიაში 12 მომლოცველი დაიღუპა
16:49 06.08.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) მომლოცველი კათოლიკეების ჯგუფი ავტობუსით მიემართებოდა მედჟუგორიეში (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ხორვატიაში, ვარაჟდინის ოლქში ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა, განაცხადა ხორვატიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დავორ ბოჟინოვიჩმა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ავტობანზე, ზაგრების მიმართულებაზე მძიმე ავარია დილით ადრე მოხდა. პოლონური ნომრების მქონე ავტობუსი მოსახვევში გზიდან გადავარდა.
ბოჟინოვიჩის თქმით, 11 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი - საავადმყოფოში მძიმე დაზიანებების გამო. ასევე, 33-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, ისინი ვარაჟდინსა და ზაგრებში მდებარე კლინიკებში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ავტობუსი რეგისტრირებულია ვარშავის მახლობლად მდებარე გროძისკ მაზოვიეცკიში. ავტობუსს მომლოცველი კათოლიკეების ჯგუფი მედჟუგორიეში (ბოსნია და ჰერცეგოვინა) გადაჰყავდა.