ზუგდიდში ცენტრალური გზის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება

© Pixabay / WikimediaImagesდრიფტი
დრიფტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა ორი დღის განმავლობაში იმოქმედებს.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 332-ე კმ-ზე, ქალაქ ზუგდიდში 5-7 აგვისტოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე BMW Club Georgia-ს მიერ დაგეგმილია დრიფტის სერიები, რის გამოც 5 აგვისტოს 20:00 სთ-დან 7 აგვისტოს 20:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნინოშვილის ქუჩის გავლით. ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ლაღიძის ქუჩის გავლით.
ზუგდიდში 6 და 7 აგვისტოს საქართველოს დრიფტის სერიების (GDS) მე-2 და მე-3 ეტაპი გაიმართება, ხოლო ფინალი 9 ოქტომბერს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0