Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასეთი სიურპრიზი მოუწყო თაკო ტაბატაძეს ფეხბურთელმა შეყვარებულმა - ვიდეო

© courtesy of Tako Tabatadzeთაკო ტაბატაძე
თაკო ტაბატაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
მსახიობ თაკო ტაბატაძეს შეყვარებულმა ნუგზარ სპანდერაშვილმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო. ფეხბურთელმა რჩეულს ბუშტებით სავსე ოთახში ტორტი დაახვედრა.
თაკოსთვის საჩუქარი მოულოდნელი აღმოჩნდა და ის ძალიან გაუხარდა. მან სანთლები ჩააქრო და სურვილიც ჩაიფიქრა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გორის „დილას” თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი (სპანდერა) ერთმანეთს ხვდებიან.
თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლეა, წყვილი ერთმანეთს სამი წლის წინ დაშორდა, მათ ოთხი გოგონა ჰყავთ.
ყველა ახალი ამბავი
0