საქართველოს ნაკრები უნგრეთში დამარცხდა

© photo: Sputnik / Stringerკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
„ევრობასკეტი-2022“ მიმდინარე წლის 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ერთდროულად ოთხ ქვეყანაში – ჩეხეთში, საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა უნგრეთში მასპინძელ გუნდთან მატჩი მინიმალური ანგარიშით - 88:89 დათმო.
როგორც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მატჩის წინ განაცხადა, მისი ამოცანა უნგრეთში არისა არა გამარჯვება, არამედ დაცვაში ტაქტიკასა და სწორ აქცენტებზე მუშაობა.
ევრობასკეტამდე საქართველოს ნაკრები რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავს. უნგრეთში მატჩის შემდეგ, 11 და 13 აგვისტოს ქართველი კალათბურთელები ისრაელისნაკრებს დაუპირისპირდებიან.
15 აგვისტოს ილიას ზუროსის ქვეშევრდომები საბერძნეთში „აკროპოლისის თასზე“ მიიღებენ მონაწილეობას. საბერძნეთისა და საქართველოს გუნდების გარდა, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებები.
საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, ხოლო მორიგ მატჩს 3 დღეში ქალაქ ბრეშაში, მასპინძელ იტალიასთან გამართავს.
ყველა ახალი ამბავი
0