https://sputnik-georgia.com/20220805/saqartvelo-ashsh-organuli-gvinoebis-miwodebit-lideria-269229901.html
საქართველო აშშ-ში ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით ლიდერობს
საქართველო აშშ-ში ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით ლიდერობს
Sputnik საქართველო
აშშ-ის ბაზარზე ორგანული ღვინოების იმპორტის მიხედვით ლიდერებს შორის მეორე ადგილზე ავსტრიაა. 05.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-05T20:27+0400
2022-08-05T20:27+0400
2022-08-05T21:54+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ეკონომიკა
აშშ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_ce86d8b13935c3b9efeb7b13454a5fce.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის ძირითად იმპორტიორ ქვეყნებს შორის ორგანული ღვინოების იმპორტის მიხედვით საქართველოს პირველი ადგილი უჭირავს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ორგანიზაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ში საქართველოდან იმპორტირებული ღვინის 11,3%-ს ორგანული ღვინის სერტიფიკატი აქვს. მეორე ადგილზეა ავსტრია – 7,4%-ით, მესამეზე კი – კანადა 7,1%-ით.ექსპორტის ზრდის ტემპები მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია: იანვარი-ივლისის მონაცემებით, აშშ-ში ექსპორტირებულია 660 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 აგვისტოს საქართველოში ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 წლიური კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს მხარდაჭერით.ასოციაცია აერთიანებს სახელმწიფო და ბიზნეს-სექტორის წარმომადგნელებს, ეკონომისტებსა და მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკურ კვლევებსა და ანალიზს, მათ შორის, მარკეტინგის, მოხმარების, წარმოების, მაკროეკონომიკისა და იურიდიულ თემებზე, ასევე რეცენზიების მომზადებას მევენახეობასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, AAWE-ის წლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანას, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.AAWE-ის მე-13 წლიური კონფერენცია პანდემიამდე, 2019 წელს ვენაში გაიმართა.რეკორდული ექსპორტიღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველომ 2021 წელს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა, რაც 16%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს. ეს მაჩვენებლები ქვეყნისთვის რეკორდულია.რუსეთი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, სადაც ექსპორტირებულია 62 მილიონი ბოთლი – ექსპორტის მთლიანი მოცულობის 57%.ქართული ღვინო წარმოდგენილია ყველა მსხვილ საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე მთელ მსოფლიოში.ქართული ღვინის ექსპორტის გასაზრდელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მილიონი ლარით გაიზარდა და 9 მილიონ ლარს მიაღწია. შედეგად, 2012 წლიდან ექსპორტი დაახლოებით 300%-ით გაიზარდა.2012 წელს 43 ქვეყანაში ექსპორტირებულმა ღვინომ 23 მილიონი ბოთლი შეადგინა. 2020 წლის მონაცემებით, საქართველომ მსოფლიოს 60 ქვეყანაში 92,4 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_235:0:2048:1360_1920x0_80_0_0_bdc2293ba81d7eb6260180f6dece6a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ეკონომიკა, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ეკონომიკა, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო აშშ-ში ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით ლიდერობს
20:27 05.08.2022 (განახლებულია: 21:54 05.08.2022) აშშ-ის ბაზარზე ორგანული ღვინოების იმპორტის მიხედვით ლიდერებს შორის მეორე ადგილზე ავსტრიაა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის ძირითად იმპორტიორ ქვეყნებს შორის ორგანული ღვინოების იმპორტის მიხედვით საქართველოს პირველი ადგილი უჭირავს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ორგანიზაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ში საქართველოდან იმპორტირებული ღვინის 11,3%-ს ორგანული ღვინის სერტიფიკატი აქვს. მეორე ადგილზეა ავსტრია – 7,4%-ით, მესამეზე კი – კანადა 7,1%-ით.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც 2021 წელს ღვინის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – 1.084.278 ბოთლი ღვინო.
ექსპორტის ზრდის ტემპები მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია: იანვარი-ივლისის მონაცემებით, აშშ-ში ექსპორტირებულია 660 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 აგვისტოს საქართველოში ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 წლიური კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს მხარდაჭერით.
ასოციაცია აერთიანებს სახელმწიფო და ბიზნეს-სექტორის წარმომადგნელებს, ეკონომისტებსა და მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკურ კვლევებსა და ანალიზს, მათ შორის, მარკეტინგის, მოხმარების, წარმოების, მაკროეკონომიკისა და იურიდიულ თემებზე, ასევე რეცენზიების მომზადებას მევენახეობასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, AAWE-ის წლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანას, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
AAWE-ის მე-13 წლიური კონფერენცია პანდემიამდე, 2019 წელს ვენაში გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველომ 2021 წელს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა, რაც 16%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს. ეს მაჩვენებლები ქვეყნისთვის რეკორდულია.
რუსეთი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, სადაც ექსპორტირებულია 62 მილიონი ბოთლი – ექსპორტის მთლიანი მოცულობის 57%.
ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლიდან ქართული ღვინო სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში გააქვს: აშშ-ში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, იაპონიასა და გერმანიაში.
ქართული ღვინო წარმოდგენილია ყველა მსხვილ საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე მთელ მსოფლიოში.
ქართული ღვინის ექსპორტის გასაზრდელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მილიონი ლარით გაიზარდა და 9 მილიონ ლარს მიაღწია. შედეგად, 2012 წლიდან ექსპორტი დაახლოებით 300%-ით გაიზარდა.
2012 წელს 43 ქვეყანაში ექსპორტირებულმა ღვინომ 23 მილიონი ბოთლი შეადგინა. 2020 წლის მონაცემებით, საქართველომ მსოფლიოს 60 ქვეყანაში 92,4 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა.