https://sputnik-georgia.com/20220805/rusetma-marcvleulis-eqsportis-gegma-seizleba-seamciros-269227065.html
რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის გეგმა შეიძლება შეამციროს
რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის გეგმა შეიძლება შეამციროს
Sputnik საქართველო
ეს მსოფლიოს მარცვლეულის ბაზარზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს, განაცხადა პეტრუშევმა. 05.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-05T18:23+0400
2022-08-05T18:23+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23364/12/233641247_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_c057c5a15dc14141cadd90d594e2e2c8.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი დმიტრი პეტრუშევი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა წელს უცხოეთში მარცვლეულის მიწოდების გეგმა შეამციროს, თუმცა შიდა ბაზარს მთლიანად უზრუნველყოფს, იუწყება РИА Новости.პეტრუშევის თქმით, ამჟამად ყველა ფედერალურ ოლქში მოსავლის აღება ინტენსიურად მიმდინარეობს. დამუშავებულია მინდვრების 27 პროცენტი, აღებულია დაახლოებით 55 მლნ ტონა მარცვლეული. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მთლიანობაში ცუდი მაჩვენებელი არაა, მაგრამ გასულ წელთან შედარებით შესამჩნევად ნაკლებია.მოსავლის შესაძლო შემცირება ბევრ რეგიონში ცივი გაზაფხულის გამო მუშაობის დაგვიანებით დაწყებით აიხსნება, ასევე ამინდის პირობებით. ამას გარდა, არსებობს სირთულეები უცხოეთიდან ტექნიკის მოწოდების მხრივ.წელს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 130 მლნ ტონა მარცვლეულის მოსავალს პროგნოზირებდა, მათ შორის, რუსეთის ისტორიაში რეკორდულ 87 მლნ ტონა ხორბალს. ამ საერთო მოცულობიდან 50 მლნ ტონა შეიძლება ექსპორტზე გასულიყო.ქვეყანაში 2021 წელს 120,656 მლნ ტონა მარცვლეულის მოსავალი მიიღეს. აქედან ხორბალი 75,94 მლნ ტონა იყო.საქართველო რუსული ხორბლის ექსპორტზეა დამოკიდებული. ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის 95% რუსეთიდან არის შემოტანილი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23364/12/233641247_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_ab61313fb7401c27e54364b535a8c862.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის გეგმა შეიძლება შეამციროს
18:23 05.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) ეს მსოფლიოს მარცვლეულის ბაზარზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს, განაცხადა პეტრუშევმა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი დმიტრი პეტრუშევი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა წელს უცხოეთში მარცვლეულის მიწოდების გეგმა შეამციროს, თუმცა შიდა ბაზარს მთლიანად უზრუნველყოფს, იუწყება
РИА Новости. პეტრუშევის თქმით, ამჟამად ყველა ფედერალურ ოლქში მოსავლის აღება ინტენსიურად მიმდინარეობს. დამუშავებულია მინდვრების 27 პროცენტი, აღებულია დაახლოებით 55 მლნ ტონა მარცვლეული. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მთლიანობაში ცუდი მაჩვენებელი არაა, მაგრამ გასულ წელთან შედარებით შესამჩნევად ნაკლებია.
მოსავლის შესაძლო შემცირება ბევრ რეგიონში ცივი გაზაფხულის გამო მუშაობის დაგვიანებით დაწყებით აიხსნება, ასევე ამინდის პირობებით. ამას გარდა, არსებობს სირთულეები უცხოეთიდან ტექნიკის მოწოდების მხრივ.
„ეს ყველაფერი ერთად ქმნის რისკებს მარცვლეულის მოსავლის 130 მლნ ტონამდე მიღების კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენს ბაზარს მთლიანად უზრუნველვყოფთ და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება. თუმცა, თუ დაგეგმილ მოცულობას ვერ მივაღწევთ, საექსპორტო გეგმა 50 მილიონ ტონაზე გადაიხედება. ეს მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე შეიძლება უარყოფითად აისახოს“, – განაცხადა პეტრუშევმა.
წელს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 130 მლნ ტონა მარცვლეულის მოსავალს პროგნოზირებდა, მათ შორის, რუსეთის ისტორიაში რეკორდულ 87 მლნ ტონა ხორბალს. ამ საერთო მოცულობიდან 50 მლნ ტონა შეიძლება ექსპორტზე გასულიყო.
ქვეყანაში 2021 წელს 120,656 მლნ ტონა მარცვლეულის მოსავალი მიიღეს. აქედან ხორბალი 75,94 მლნ ტონა იყო.
საქართველო რუსული ხორბლის ექსპორტზეა დამოკიდებული. ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის 95% რუსეთიდან არის შემოტანილი.