L'Impératrice-ის კონცერტისთვის შეკვეთილში დამატებითი მატარებელი დაინიშნა

© courtesy of L'Impératriceფრანგული ჯგუფი L'Impératrice
ფრანგული ჯგუფი L'Impératrice - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
ცნობილი ფრანგული დისკო-ჯგუფი L'Impératrice 15 აგვისტოს Front Stage Black Sea Arenа-ზე გამოვა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ფრანგული ჯგუფი L'Impératrice-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის 15 აგვისტოს თბილისი–ბათუმის დამატებითი მატარებელი დაინიშნება.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დამატებითი მატარებელი Black Sea Arena-ს პლატფორმაზე გაჩერდება, რომელიც ცენტრალურ დარბაზთან ახლოს მდებარეობს.
მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 13:10 საათზე გავა და უკან კონცერტის შემდეგ, 23:40 საათზე დაბრუნდება.
კონცერტზე დასწრების მსურველებს ასევე შეუძლიათ იმგზავრონ ავტობუსებით თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.
ცნობილი ფრანგული დისკო-პოპ ჯგუფი L'Impératrice შეკვეთილში Black Sea Arenа-ს სცენაზე კონცერტს 15 აგვისტოს გამართავს.
ფრანგი შემსრულებლები მსმენელის წინაშე წარდგებიან ღია სივრცეში – Black Sea Arena-ს ექსპერიმენტულ ტერიტორიაზე Front Stage.
ჯგუფი 2012 წელს დაარსდა. მის რეპერტუარში შერწყმულია თანამედროვე დისკო და ფრანგული პოპ-მუსიკა.
L'Impératrice-ში ექვსი წევრია. ცხრა წლის განმავლობაში ჯგუფმა ჩაწერა ორი ალბომი და რამდენიმე მინი-ფირფიტა.
ყველა ახალი ამბავი
0