კახეთში ათი უკანონო სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოხდა

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშინახშირი
ნახშირი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ექსპერტების თქმით, სამართალდამრღვევთა ქმედება საფრთხეს უქმნიდა გარემოს.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. კახეთის რეგიონში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ათი დაურეგისტრირებელი სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს, იუწყება დეპარტამენტის პრეს-სამსახური.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამრღვევები ხის ნახშირის წარმოებას მიწაში, კამერალურ რეჟიმში, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით ახდენდნენ.
აღნიშულმა ქმედებამ მიმდებარე ტერიტორიის დაკვამლიანება, ასევე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება გამოიწვია. დეპარტამენტის ექსპერტების თქმით, სამართალდამრღვევთა ქმედება საფრთხეს უქმნიდა გარემოს.
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი ოქმები შეადგინეს და ათივე უკანონო სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0