კალიების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება: უკვე დამუშავებულია 80 ათასი ჰექტარი ფართობი

CC BY-SA 2.0 / Neil Turner / Plague of locustsკალიები
კალიები - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო აღმოსავლეთ საქართველოში კალიის საწინააღმდეგო წამლობას ყოველწლიურად ახორციელებს სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. კალიების საწინააღმდეგოდ აღმოსავლეთ საქართველოში 80 ათასი ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კალია სოფლის მეურნეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად გავრცელებულია საშიში მავნებელი – იტალიური კალია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარსა და ნარგავებს.
სააგენტოს მონაცემებით, კახეთში დამუშავებულია 21 ათასი ჰა, ქვემო ქართლში – 45 ათასი ჰა, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში – 14 ათასი ჰა.
სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იტალიური და მაროკოული კალიების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა შეინიშნება, რაც საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიაზე არსებულ მრავალწლოვან და ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.
სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები სპეციალიზებული ტექნიკითა და პრეპარატებით ინტენსიურად ამუშავებენ ფართობებს.
გაერო საქართველოს კალიებთან ბრძოლაში დაეხმარება>>
მაროკოული და იტალიური კალია არის მავნებელი, რომელიც აზიანებს მარცვლოვან, ბოსტნეულ-ბაღჩეულ და მრავალწლოვან კულტურებს, იკვებება მცენარის მწვანე საფარით და ხშირად მთლიანად ანადგურებს ნათესებსა და ნარგავებს.
მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს ტექნიკურ დახმარებას უწევს და აწვდის კალიების გასანადგურებლად საჭირო პესტიციდებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და შემასხურებლებს.
ყველა ახალი ამბავი
0