https://sputnik-georgia.com/20220805/gzis-reabilitacia-warveri-timotesubani-269217005.html
საავტომობილო გზას წაღვერიდან ტიმოთესუბნამდე რეაბილიტაცია უტარდება
საავტომობილო გზას წაღვერიდან ტიმოთესუბნამდე რეაბილიტაცია უტარდება
Sputnik საქართველო
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წაღვერის თემში მდებარეობს. 05.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-05T16:42+0400
2022-08-05T16:42+0400
2022-08-05T20:11+0400
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24631/35/246313566_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_702822fc6be1ff29b9c1a79a25e1ce26.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. მიმდინარეობს წაღვერი–ტიმოთესუბანი–ტაძარის საავტომობილო გზის ორკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია დამსვენებლებისთვის და ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით.პროექტის ფარგლებში მონიშნავენ გზის სავალ ნაწილს, მოეწყობა საგზაო ნიშნები და მოხდება შემოფარგვლა.უწყების ცნობით, განახლებული გზა უზრუნველყოფს კურორტ წაღვერიდან სოფელ ტიმოთესუბნამდე კომფორტულ მგზავრობას. გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,8 მლნ ლარით ფინანსდება, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24631/35/246313566_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_aa7b9dc18cde907fc646b598cb4ed9f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საავტომობილო გზას წაღვერიდან ტიმოთესუბნამდე რეაბილიტაცია უტარდება
16:42 05.08.2022 (განახლებულია: 20:11 05.08.2022) სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წაღვერის თემში მდებარეობს.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. მიმდინარეობს წაღვერი–ტიმოთესუბანი–ტაძარის საავტომობილო გზის ორკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია დამსვენებლებისთვის და ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით.
პროექტით გათვალისწინებულია საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლის მოწყობა. ასევე გააგანიერებენ გზის სავალ ნაწილს, მიაერთებენ ადგილობრივ გზებთან და მოსახლეობის ეზოში შესასვლელებს მოაწყობენ.
პროექტის ფარგლებში მონიშნავენ გზის სავალ ნაწილს, მოეწყობა საგზაო ნიშნები და მოხდება შემოფარგვლა.
უწყების
ცნობით, განახლებული გზა უზრუნველყოფს კურორტ წაღვერიდან სოფელ ტიმოთესუბნამდე კომფორტულ მგზავრობას. გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,8 მლნ ლარით ფინანსდება, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.