სროლა კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში: დაჭრილია კლინიკის დირექტორი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
გიორგი გალდავას ჭრილობები ხელისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. თბილისის კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ტელეარხის ცნობით, დაჭრილია დაწესებულების ხელმძღვანელი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი გიორგი გალდავა. კოლეგებს შორის დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რის შედეგადაც ბრალდებულმა კლინიკის გენერალურ დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
გიორგი გალდავას ჭრილობა ხელისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, მას ოპერაცია ამ წუთებში უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აღსანიშნავია, რომ დამნაშავე მომხდარის შემდეგ მიიმალა და ახლა მას პოლიცია ეძებს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0