ქართველი ძალოსანი ცოტნე ბეჟაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიშტანგა
შტანგა - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
ეს IPF-ის ვერსიით კლასიკურ სამჭიდში ევროპირველობაზე მოპოვებული საქართველოს ისტორიაში მეორე ოქროს მედალია.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. IPF-ის ვერსიით კლასიკურ სამჭიდში ასპარეზობისას ქართველმა ძალოსანმა ცოტნე ბეჟაშვილმა წოლჭიმში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატი 2-7 აგვისტოს სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში იმართება.
ტურნირზე ბეჟაშვილმა 165 კილოგრამი იოლად დაძლია და გამარჯვება იზეიმა.
ეს IPF-ის ვერსიით კლასიკურ სამჭიდში ევროპის პირველობაზე მოპოვებული საქართველოს ისტორიაში მეორე ოქროს მედალია.
ყველა ახალი ამბავი
0