https://sputnik-georgia.com/20220805/-----70----269230974.html
შვიდ თვეში ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა
შვიდ თვეში ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
უწყება მეწარმე-სუბიექტებს შეახსენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება. 05.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-05T21:39+0400
2022-08-05T21:39+0400
2022-08-05T22:15+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344335_0:49:3468:2000_1920x0_80_0_0_6d299ca0e8d72c236f7b0a63594ab309.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ბოლო შვიდ თვეში ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ეროვნული ვალუტის ბრუნვის წესების თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტა ლარში.გამოვლენილი დარღვევები შეეხება ფაქტებს, როდესაც ფასები გამოხატული იყო დოლარში, ევროში, რუბლსა და სხვა ვალუტებში.ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გამოვლინდა ავტოსადგურ „ოკრიბაში“, სადაც ტრანსპორტით მომსახურებისთვის ფასი მოთხოვნილი არ იქნა ლარში, ნათქვამია განცხადებაში.გარდა ამისა, 5 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა კოტე აფხაზის ქუჩაზე „ფასის ლარით გამოხატვის წესების“ დარღვევა გამოავლინეს. მეწარმე გააფრთხილეს, ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი მას ჯარიმა ემუქრება.უწყება კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე-სუბიექტებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344335_369:0:3100:2048_1920x0_80_0_0_456c86bcc917eeb5626d43d152fdfeee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
შვიდ თვეში ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა
21:39 05.08.2022 (განახლებულია: 22:15 05.08.2022) უწყება მეწარმე-სუბიექტებს შეახსენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ბოლო შვიდ თვეში ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული ვალუტის ბრუნვის წესების თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტა ლარში.
გამოვლენილი დარღვევები შეეხება ფაქტებს, როდესაც ფასები გამოხატული იყო დოლარში, ევროში, რუბლსა და სხვა ვალუტებში.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გამოვლინდა ავტოსადგურ „ოკრიბაში“, სადაც ტრანსპორტით მომსახურებისთვის ფასი მოთხოვნილი არ იქნა ლარში, ნათქვამია განცხადებაში.
„კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, 5 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა კოტე აფხაზის ქუჩაზე „ფასის ლარით გამოხატვის წესების“ დარღვევა გამოავლინეს. მეწარმე გააფრთხილეს, ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი მას ჯარიმა ემუქრება.
უწყება კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე-სუბიექტებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.