უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ივლისის მონაცემები

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხის ჭრა
ხის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 204 ფაქტი გამოვლინდა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 151 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 53 კი უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 36 ფაქტი კახეთში გამოვლინდა, 24 ფაქტი დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, ასევე 24 – აჭარაში, 20 – იმერეთში, 13 – შიდა ქართლში, 8 – სამეგრელო–ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთში – 7, გურიაში – 7, ქვემო ქართლში – 6, ხოლო 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთში. ერთი სამართალდარღვევა გამოვლინდა დედაქალაქშიც.
უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 600 კუბურ მეტრამდე ხეტყე. დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 50 ფაქტი. ასევე ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0